თბილისის ხელოვნების კოლეჯის შესახებ
საქართველოს სავიზიტო ბარათი ყოველთვის იყო, არის და მომავალშიც იქნება ჩვენი ხელოვნება. „თბილისის ხელოვნების კოლეჯის“ მიზანი სწორედ ამ უწყვეტი ჯაჭვის გაგრძელება და დახვეწაა. 2007-2010 წლებში ნიკოლაძისა და თოიძის სასწავლებლების გაუაზრებელმა გაუქმებამ ბუნებრივი სტაგნაციას გამოიწვია ამ სფეროში. აუდიო- ვიზუალური განხრით პროფესიული სასწავლებელი საქართველოში არც აროსდროს არსებობდა, თუმცა აღნიშნული მიმართულების სპეციალისტების ნაკლებობა ყოველთვის თვალშისაცემი იყო. „თბილისის ხელოვნების კოლეჯის“ დაფუძნება და ერთ სივრცეში გამოყენებითი და ვიზუალური ხელოვნების სკოლების არსებობა, აუცილებლად გამოიწვევს ორივე მიმართულების განვითარებას.