CREATE ACCOUNT

FORGOT YOUR DETAILS?


თბილისის ხელოვნების კოლეჯის მისია

 

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის „თბილისის ხელოვნების კოლეჯის“ მისიაა ხელოვნების სფეროში განახორციელოს ყველა შესაბამისი პროგრამა და ინიცირება გაუწიოს ჯერ არ არსებული პროგრამების შექმნას. მაღალკვალიფიციური და კომპეტენტური პროფესორ/მასწავლებლების მიერ თანამედროვე სტანდარტებზე დაყრდნობით მოამზადოს, თანამედროვე შრომის ბაზართან ადაპტირებული, კონკურენტუნარიანი სპეციალისტები. ჩვენი მიზანია ხელოვნების სფეროში ჩამოვყალიბდეთ როგორც რეგიონალური ცენტრი, სადაც იქნება მუდმივი კრეატივი და სიახლე, რომელიც წარმატების შემთხვევაში შესაძლებელია და აუცილებელიცაა დაინერგოს ნებისმიერ სხვა კოლეჯში, რომელიც აღნიშნული მიმართულების პროგრამებს ახორციელებს. ასევე ნებისმიერი სიახლე სხვა კოლეჯებიდან უნდა გაზიარებულ იქნეს ჩვენს მიერ. ერთიანობა პროფესიული განათლების სფეროში წინაპირობა იქნება წარმატებისა და განვითარების. საჭიროა პროფესიული განათლების დონისა და პრესტიჟის აწევა. სამწუხაროდ, სტერეოტიპი დამსჯელი ინსტიტუტის სტატუსისა, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდა პროფესიული განათლებას, ჯერ დაძლეული არ არის და საჭიროა ძალიან დიდი მუშაობა ამ მიმართულებით.

TOP