1883 წლის 4 სექტემბერს ილია წინამძღვრიშვილის დიდი ძალისხმევით და მოწინავე ქართველი ინტელიგენციის მხარდაჭერითა და დახმარებით, წინამძღვრიანთკარში გაიხსნა საქართველოში პირველი სასოფლო-სამეურნეო სკოლა. სკოლაში სწავლა იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი წესდებით და ნიკო ცხვედაძის მიერ შემუშავებული პროგრამებით მიმდინარეობდა.
სსიპ – ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯში საზეიმოდ აღინიშნა სასწავლებლის 135 წლის იუბილე.