22 ივნისს თბილისის ხელოვნების კოლეჯში შედგა სამუშაო შეხვედრა სახელოვნებო მიმართულებით სასწავლო პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი მასწავლებლების, ექსპერტებისა და დამსაქმებლების, სადაც განხილული იქნა მიმდინარე პრობლემები და წარმატებები. დაისახა მომავალი სამოქმედო გეგმა, რაც მოიცავს სისტემატიურ შეხვედრებს, გამოფენებსა და კონფერენციების ჩატარებას.