რეგისტრაცია

მონაცემების აღდგენა

არქიტექტორ ტექნიკოსი

1

პროგრამის აღწერა

არქიტექტურა ახდენს ქალაქებისა და სხვა ტიპის დასახლებათა მატერიალური გარემოს ფორმირებას დაპროექტებისა და მშენებლობის რთული პროცესების გავლით.

არქიტექტორ-ტექნიკოსის ძირითადი მოვალეობაა პროექტის ხელმძღვანელის დახმარება არქიტექტურულ-სამშენებლო-საპროექტო სამუშაოების განხორციელების პროცესში.

არქიტექტორ-ტექნიკოსის საქმიანობა წარმოადგენს არქიტექტურულ სფეროში მომსახურებათა მნიშვნელოვან ქვესისტემას. არქიტექტორ-ტექნიკოსის საქმე არქიტექტურულ-სამშენებლო სამსახურზეა ორიენტირებული და მოიცავს შემდეგი სახის უნარებსა და ცოდნას: არქიტექტურული პროექტის ტექნიკური შესრულების უნარი; ქალაქგეგმარებითი გადაწყვეტილებების გრაფიკულად შესრულებისათვის სივრცული ფოტოგრაფირების უნარი, პროექტის დამუშავებისას მაკეტირების დახმარებით სამგანზომილებიანი, სივრცითი ობიექტის შესრულების უნარი; არქიტექტორ ტექნიკოსს სჭირდება: თანამედროვე, სპეციალიზირებული კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; სამშენებლო და სარესტავრაციო ობიექტებზე სპეციალური სამუშაოების შესრულება, ინფორმაციის შეგროვება; შესაძლო პრობლემების განჭვრეტის უნარი; შენობა-ნაგებობათა ცალკეული ელემენტების აზომვა, ნახაზებზე დაზიანებათა დატანა, დაზიანებათა ფოტოფიქსაცია, ნახაზების მიხედვით ადგილზე დაკვალვა; სამშენებლო კანონმდებლობის მარტივ საკითხებში გარკვევა.

2

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია მოამზადოს არქიტექტორ-ტექნიკოსი, რომელიც შეძლებს პროექტის ხელმძღვანელის დახმარებას არქიტექტურულ-სამშენებლო საპროექტო სამუშაოების განხორციელების პროცესში; საპროექტო ტერიტორიის ან სარეკონსტრუქციო შენობის არქიტექტურულ აზომვას:  ესკიზიდან სათანადო ნახაზების შესრულებას, ტრადიციული, გრაფიკული მეთოდით და შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების საშუალებით;  ქალაქგეგმარებითი პროექტის წაკითხვას, წინასაპროექტო კვლევის ჩატარებას, მასალის კომპიუტერულ დამუშავებას, სივრცულ ფოტოგრაფირებას, მაკეტირებას;  საპროექტო - ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენას.

3

სამუშაო გარემო და დასაქმების შესაძლებლობები

პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს საპროექტო ორგანიზაციები, ბიუროები, საქალაქო სამსახურები, არქიტექტურულ-სამშენებლო ორგანიზაციები, სამშენებლო კომპანიები, ფირმები, შპს-ები,  დიზაინერული პროფილის ფირმები და ა.შ. მცირემოცულობის არქიტექტურულ სამუშაოებთან დაკავშირებული ინდივიდუალური მეწარმეობა; აქვს უნარი საკუთარი სწავლის მიმართულებების განსაზღვრისა ცვალებად და გაუთვალისწინებელ ვითარებაში.  მიღებული ცოდნა საშუალებას აძლევს აითვისოს უფრო მაღალი დონის საგანმანათლებლო პროგრამები. დამოუკიდებლად გაიფართოოს ცოდნა არქიტექტურული დაგეგმარების საკითხებში. გამოიყენოს არქიტექტურული ინფორმატიკისა და კომპიუტერული დაგეგმარების საშუალებები უახლესი არქიტექტურული პროექტების ტექნიკური შესრულებისთვის.

აუცილებელი პროფესიული მოთხოვნები: ზოგადი საშუალო განათლება

კვალიფიკაციის დონე: მეოთხე -IV

პროფესიული მოვალეობები და ამოცანები

  • არქიტექტურული ობიექტის ესკიზური პროექტის საფუძველზე სამუშაოპროექტის ნახაზის შესრულება (გამოხაზვა)
  • არქიტექტურულ ობიექტზე აზომვითი სამუშაოების შესრულება
  • არქიტექტურული ობიექტის ფოტოვიზუალიზაცია
  • არქიტექტურული ნახაზის შესრულება ტრადიციული გრაფიკული მეთოდით
  • არქიტექტურული ნახაზის შესრულება კომპიუტერული პროგრამების საშუალებით
  • არქიტექტურული ობიექტის მაკეტის შესრულება
  • საპროექტო-ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა
4

ხელსაწყოები, დანადგარები, მასალა

სპეციალური ასაზომი (ლაზერული) ხელსაწყო, ფოტოაპარატი, სახაზავი დაფა, საპროექტო ოფისისათვის განკუთვნილი კომპიუტერული პროგრამები, შესაბამისი ტექნიკური ლიტერატურა, კომპიუტერი, ტექნიკური (საპროექტო ოფისისთვის) ინვენტარი. სპეციალური სამაკეტე საჭრელი დაზგა, საპროექტო-საოფისე მასალა, ფურცლები, კალმები, ფანქრები, სახაზავები,  საშლელები და სხვა სამაკეტე მასალა.

5

ხელსაწყოები, დანადგარები, მასალა

ხელსაწყოები, დანადგარები, მასალა:

სპეციალური ასაზომი (ლაზერული) ხელსაწყო, ფოტოაპარატი, სახაზავი დაფა, საპროექტო ოფისისათვის განკუთვნილი კომპიუტერული პროგრამები, შესაბამისი ტექნიკური ლიტერატურა, კომპიუტერი, ტექნიკური (საპროექტო ოფისისთვის) ინვენტარი. სპეციალური სამაკეტე საჭრელი დაზგა, საპროექტო-საოფისე მასალა, ფურცლები, კალმები, ფანქრები, სახაზავები,  საშლელები და სხვა სამაკეტე მასალა.

დასახელება კრედიტი
კომუნიკაცია 3
რაოდენობრივი წიგნიერება 2
საინფორმაციო ტექნოლოგიები 4
მეწარმეობა 5
პიროვნული და ინტერპერსონალური უნარები 1
უცხოური ენა 5

 

[1] პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტით შეიძლება  განსაზღვრული იყოს შესაბამისი პროფესიული პროგრამისთვის არჩევითი პროფესიული მოდულები. საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს უფლებამოსილება მის მიერ შემუშავებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შესთავაზოს არჩევითი მოდულების ერთობლიობა შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტით განსაზღვრულთაგან, ან ნებისმიერი სხვა, მათ შორს თავად სასწავლებლის მიერ შემუშავებული, მოდული მოცემული კვალიფიკაციისთვის აღნიშნული მოდულის რელევანტურობის საკმარისი დასაბუთების საფუძველზე. არჩევითი მოდულების სახით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში განხორციელების უფლების მიღებისთვის მოდულმა უნდა გაიაროს გარე შეფასება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულების მიერ შეთავაზებული არჩევითი მოდულების ერთობლიობა შესაბამისი კვალიფიკაციისთვის განსაზღვრული არჩევითი კრედიტების მაქსიმალურ ოდენობას  შესაძლოა აღემატებოდეს არაუმეტეს 5 კრედიტით

დასახელება კრედიტი
გაცნობითი პრაქტიკა-არქიტექტორ-ტექნიკოსი 2
საწარმოო პრაქტიკა-არქიტექტორ-ტექნიკოსი 12
პრაქტიკული პროექტი-არქიტექტორ-ტექნიკოსი 6
არქიტექტურული გრაფიკა  და დაპროექტების საწყისები - 1. 3
არქიტექტურული გრაფიკა  და დაპროექტების საწყისები - 2. 3
არქიტექტურული გრაფიკა  და დაპროექტების საწყისები - 3. 3
დასახელება კრედიტი
კომპიუტერული საინ­ჟი­ნრო  გრაფიკა
AutoCAD Architecture
3
ზევით