რეგისტრაცია

მონაცემების აღდგენა

ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტი

1

პროგრამის აღწერა

ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტს შეუძლია ტანსაცმლის ესკიზის შექმნა, ინდივიდუალური და მასიური წარმოების პირობებში ტანსაცმლის მოდელების კონსტრუირების კანონებისა და წესების გათვალისწინებით სხვადასხვა სირთულის ნაწარმის შესრულება და თანამედროვე მოდის ტენდენციების გათვალისწინებით კოლექციის დამუშავება/პრეზენტაცია.

2

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია მოამზადოს ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტი, რომელიც შეძლებს ტანსაცმლის ესკიზის შექმნას, ინდივიდუალური და მასიური წარმოების პირობებში ტანსაცმლის მოდელების კონსტრუირების კანონებისა და წესების გათვალისწინებით სხვადასხვა სირთულის ნაწარმის შესრულებას.

3

სამუშაო გარემო და დასაქმების შესაძლებლობები

ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტის ტიპური სამუშაო გარემოა დახურული შენობა, რომელიც უზრუნველყოფილია სპეციალური ინფრასტრუქტურით. მანქანა/დანადგარების მუშაობის დროს შენობაში არის საშუალო ხმაური. ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტი შეიძლება დასაქმდეს სხვადასხვა სიმძლავრის საწარმოში, მოდის სალონებში დარგის სპეციალისტად, ასევე შეუძლია დააფუძნოს და იმუშაოს ინდივიდიალურ საწარმოში.

კვალიფიკაციის დონე ევროპულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს მიხედვით:  მეხუთე

პიროვნული თვისებები:  კრეატიული  კომუნიკაბელური  ორგანიზებული  პუნქტუალური  შრომისმოყვარე  მიზანდასახული  ეთიკური

პროფესიული მოვალეობები და ამოცანები

  • არქიტექტურული ობიექტის ესკიზური პროექტის საფუძველზე სამუშაოპროექტის ნახაზის შესრულება (გამოხაზვა)
  • არქიტექტურულ ობიექტზე აზომვითი სამუშაოების შესრულება
  • არქიტექტურული ობიექტის ფოტოვიზუალიზაცია
  • არქიტექტურული ნახაზის შესრულება ტრადიციული გრაფიკული მეთოდით
  • არქიტექტურული ნახაზის შესრულება კომპიუტერული პროგრამების საშუალებით
  • არქიტექტურული ობიექტის მაკეტის შესრულება
  • საპროექტო-ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა
4

ხელსაწყოები, დანადგარები, მასალა

სპეციალური ასაზომი (ლაზერული) ხელსაწყო, ფოტოაპარატი, სახაზავი დაფა, საპროექტო ოფისისათვის განკუთვნილი კომპიუტერული პროგრამები, შესაბამისი ტექნიკური ლიტერატურა, კომპიუტერი, ტექნიკური (საპროექტო ოფისისთვის) ინვენტარი. სპეციალური სამაკეტე საჭრელი დაზგა, საპროექტო-საოფისე მასალა, ფურცლები, კალმები, ფანქრები, სახაზავები,  საშლელები და სხვა სამაკეტე მასალა.

5

ხელსაწყოები, დანადგარები, მასალა

მანქანა/დანადგარი და საკერავი მანქანები: მაქური გვირისტის უნივერსალური საკერავი მანქანა (სამრეწველო), სამძაფიანი ჯაჭვური გვირისტის მანქანა (სამრეწველო), ხუთ ძაფიანი, ორ ნემსიანი მანქანა (სამრეწველო), ღილკილოს ამომხვევი ნახევრადავტომატური მანქანა (სამრეწველო), ღილის დასაკერებელი ნახევრადავტომატური მანქანა (სამრეწველო), პროგრამული მართვის ნახევრადავტომატური საქარგავი მანქანა (სამრეწველო), მცირე გაბარიტიანი ელექტრონული საგამომჭრელო მანქანა (სწორი ან დისკური დანით), ბრტყელ გვირისტიანი, ორ ნემსიანი 3–5 ძაფიანი გასაფორმებელი მანქანა (რასპაშივალკა), საუთოო წნეხი ვაკუუმის გამწოვით (IRON PRESS), სტანდარტული ზომის საუთოო მაგიდები და სხვადასხვა ტიპის ელექტრო უთოები დამნამი. ხანძარსაწინააღმდეგო ჩასაქრობი საშუალებები. ხელსაწყოები: სანტიმეტრული ლენტი, სახაზავი, ცარცი, სამუშაო მაგიდა, თაროები (ქსოვილებისა და ფურნიტურის შესანახად, ქსოვილის დამჭერები, ქინძისთავები, მაკრატელი სხვადასხვა ნომრის ხელის ნემსი სხვადასხვა ნომრის, მანქანის ნემსი სხვადასხვა ნომრის, სათითე, დუიმური სისტემის მეტრულ სისტემაში გადასაყვანი ცხრილი, ფარგალი, მრუდ თარგები, ფანქარი, საშლელი, სათლელი, ფუნჯი სხვადასხვა ნომრის, ტუშის კალამი, ჭიკარტები, სახატავი დაფა. მასალა: სხვადასხვა სახის ქსოვილი, ძაფები ფერისა და ნომრის მიხედვით, საზედაპირე, სასარჩულე და შუასადები ქსოვილები, მაქმანები, ღილები, დუგმები, კაუჭები, ელვა შესაკრავები, კანტები, თასმები, სახატავი ქაღალდი, სახაზავი ქაღალდი, წყლის საღებავი (აკვარელი, გუაში, ტუში).

დასახელება კრედიტი
კომუნიკაცია 3
რაოდენობრივი წიგნიერება 2
საინფორმაციო ტექნოლოგიები 4
მეწარმეობა 5
პიროვნული და ინტერპერსონალური უნარები 1
უცხოური ენა 5
   
   

[1] პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტით შეიძლება  განსაზღვრული იყოს შესაბამისი პროფესიული პროგრამისთვის არჩევითი პროფესიული მოდულები. საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს უფლებამოსილება მის მიერ შემუშავებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შესთავაზოს არჩევითი მოდულების ერთობლიობა შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტით განსაზღვრულთაგან, ან ნებისმიერი სხვა, მათ შორს თავად სასწავლებლის მიერ შემუშავებული, მოდული მოცემული კვალიფიკაციისთვის აღნიშნული მოდულის რელევანტურობის საკმარისი დასაბუთების საფუძველზე. არჩევითი მოდულების სახით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში განხორციელების უფლების მიღებისთვის მოდულმა უნდა გაიაროს გარე შეფასება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულების მიერ შეთავაზებული არჩევითი მოდულების ერთობლიობა შესაბამისი კვალიფიკაციისთვის განსაზღვრული არჩევითი კრედიტების მაქსიმალურ ოდენობას  შესაძლოა აღემატებოდეს არაუმეტეს 5 კრედიტით

დასახელება კრედიტი
გაცნობითი პრაქტიკა-პრაქტიკა-ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტი 2
საწარმოო პრაქტიკა-პრაქტიკა-ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტი 12
პრაქტიკული პროექტი-პრაქტიკა-ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტი 6
ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირებისა და ტექნოლოგიური დამუშავების უსაფრთხოების წესების დაცვა 1
ფანქრით და წყლის საღებავებით ხატვა 5
ტანსაცმლის  კომპოზიციის შექმნა 8
სატანსაცმელე მასალების კონფექციონირება 3
ქალის ტანსაცმლის კონსტრუირება 5
მამაკაცის ტანსაცმლის კონსტრუირება 5
ბავშვის ტანსაცმლის კონსტრუირება 5
ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის მხატვრული მოდელირება 7
ტანსაცმლის  ტექნოლოგიური დამუშავების საწყისები 6
ტანსაცმლის  დამუშავების ზოგადი ტექნოლოგია 7
ქალის ტანსაცმლის მასალაში შესრულება 9
მამაკაცის  ტანსაცმლის მასალაში შესრულება 9
ბავშვის ტანსაცმლის მასალაში შესრულება 6
სულ: 96
დასახელება კრედიტი
ტანსაცმლის დეკორატიული გაფორმება 5
ფარდისა და საწოლის თეთრეულის მხატვრული მოდელირება 5
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   

გახდი სტუდენტი

Lorem Ipsum საბეჭდი და ტიპოგრაფიული ინდუსტრიის უშინაარსო ტექსტია. იგი სტანდარტად 1500-იანი წლებიდან იქცა, როდესაც უცნობმა მბეჭდავმა ამწყობ დაზგაზე წიგნის საცდელი ეგზემპლარი დაბეჭდა. მისი ტექსტი არამარტო 5 საუკუნის მანძილზე შემორჩა, არამედ მან დღემდე, ელექტრონული ტიპოგრაფიის დრომდეც უცვლელად მოაღწია. განსაკუთრებული პოპულარობა მას 1960-იან წლებში გამოსულმა Letraset-ის ცნობილმა ტრაფარეტებმა მოუტანა, უფრო მოგვიანებით კი — Aldus PageMaker-ის ტიპის საგამომცემლო პროგრამებმა, რომლებშიც Lorem Ipsum-ის სხვადასხვა ვერსიები იყო ჩაშენებული.

ზევით