რეგისტრაცია

მონაცემების აღდგენა

მ.თოიძის სახელობის გამოყენებითი ხელოვნების სკოლა

სახელოვნებო მიმართულებაში პროფესიული სწავლების განხრით არსებული წყვეტა, გახდა საფუძველი ამ მიმართულებით არსებული გარკვეული სტაგნაციისა. სხვადასხვა კოლეჯებში ხელოვნების დარგის დაქსაქსულ პროგრამებს, ბუნებრივია გაუჭირდებოდათ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განვითარება. ეს პროცესი თვითდინებაზე იქნა მიშვებული. რის გამოც საერთო საშემსრულებლო ოსტატობამ გარკვეული რეგრესი განიცადა. ამიტომ ვფიქრობთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ამ პროცესის ისევ მწყობრ, ერთიან სისტემაში მოქცევა, რაც აუცილებლად გამოიწვევს ამ დარგების მომავალ განვითარებას, მასში ახალი იდეებისა და ნოვაციების ბუნებრივ სინთეზს ტრადიციულად არსებულ ცოდნასა და გამოცდილებასთან. სწორედ აღნიშნულ მიზნებს ახორციელებს მოსე თოიძის სახელობის გამოყენებითი ხელოვნების სკოლა.

ზევით