1
პროგრამის აღწერა
ვებ ინტერფეისის დიზაინი დინამიური და განვითარებადი პროფესიაა, რომელიც მოიცავს ვებ გვერდების დიზაინის შემუშავების, შექმნისა და შემდგომი მხარდაჭერის/განახლების პროცესს. ვებ გვერდების დიზაინის შესაქმნელად ვებ ინტერფეისის დიზაინერები იყენებენ კომპიუტერულ პროგრამებს, რაც ითვალისწინებს გრაფიკულ ელემენტებთან, ტექსტებთან და ფოტოსურათებთან მუშაობას.
2
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია პირს მისცეს ვებ ინტერფეისის დიზაინერისათვის საჭირო თეორიული ცოდნა და გამოუმუშაოს პრაქტიკული უნარ–ჩვევები, იმისათვის რომ დაამზადოს ორგანიზაციის ან კერძო პირების ხარისხიანი ვიზუალური პრეზენტაცია ვებ სივრცეში; შეძლოს ვებ საიტებისთვის საჭირო სხვადასხვა ტიპის ვიზუალური ელემენტების (ფოტო/ილუსტრაციები) შექმნა და დამუშავება; შეძლოს ვებ საიტის ინდივიდუალური და შემდგომ იმ ინტერფეისის აგება; აგებული ინტერფეისისთვის, სხვადასხვა ტიპის ინტერაქტიული ელემენტების გამოყენება და ასევე თავისი ეფექტების შემუშავება.
3
სამუშაო გარემო და დასაქმების შესაძლებლობები
ვებ ინტერფეისის დიზაინერის ტიპურ სამუშაო გარემოს წარმოადგენს ოფისი შესაბამისი აღჭურვილობით.ვებ ინტერფეისის დიზაინერს საქმიანობის განხორციელება შეუძლია ვებ ტექნოლოგიების სფეროში, ვებ ინტერფეისის დიზაინის მხარდაჭერის განხრით. ასევე, პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს ვებ სტუდიაში, ციფრული მარკეტინგის ან სხვა ტიპის სარეკლამო სააგენტოში და ონლაინ კომპანიაში. ასევე, შესაძლებელია თვითდასაქმება და კერძო შეკვეთების შესრულება.
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: ვებ ინტერფეისის დიზაინერის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია