რეგისტრაცია

მონაცემების აღდგენა

ვებ ინტერფეისის დიზაინერი

1

პროგრამის აღწერა

ვებ ინტერფეისის დიზაინი დინამიური და განვითარებადი პროფესიაა, რომელიც მოიცავს ვებ გვერდების დიზაინის შემუშავების, შექმნისა და შემდგომი მხარდაჭერის/განახლების პროცესს. ვებ გვერდების დიზაინის შესაქმნელად ვებ ინტერფეისის დიზაინერები იყენებენ კომპიუტერულ პროგრამებს, რაც ითვალისწინებს გრაფიკულ ელემენტებთან, ტექსტებთან და ფოტოსურათებთან მუშაობას.

2

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია პირს მისცეს ვებ ინტერფეისის დიზაინერისათვის საჭირო თეორიული ცოდნა და გამოუმუშაოს პრაქტიკული უნარ–ჩვევები, იმისათვის რომ დაამზადოს ორგანიზაციის ან კერძო პირების ხარისხიანი ვიზუალური პრეზენტაცია ვებ სივრცეში; შეძლოს ვებ საიტებისთვის საჭირო სხვადასხვა ტიპის ვიზუალური ელემენტების (ფოტო/ილუსტრაციები) შექმნა და დამუშავება; შეძლოს ვებ საიტის ინდივიდუალური და შემდგომ იმ ინტერფეისის აგება; აგებული ინტერფეისისთვის, სხვადასხვა ტიპის ინტერაქტიული ელემენტების გამოყენება და ასევე თავისი ეფექტების შემუშავება.

3

სამუშაო გარემო და დასაქმების შესაძლებლობები

ვებ ინტერფეისის დიზაინერის ტიპურ სამუშაო გარემოს წარმოადგენს ოფისი შესაბამისი აღჭურვილობით.ვებ ინტერფეისის დიზაინერს საქმიანობის განხორციელება შეუძლია ვებ ტექნოლოგიების სფეროში, ვებ ინტერფეისის დიზაინის მხარდაჭერის განხრით. ასევე, პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს ვებ სტუდიაში, ციფრული მარკეტინგის ან სხვა ტიპის სარეკლამო სააგენტოში და ონლაინ კომპანიაში. ასევე, შესაძლებელია თვითდასაქმება და კერძო შეკვეთების შესრულება.

მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: ვებ ინტერფეისის დიზაინერის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

საკანონმდებლო ბაზა

  • საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ
  • ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო
  • ვებ ინტერფეისის დიზაინერის პროფესიული სტანდარტი
4

სწავლის შედეგები

პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია:

  • რასტრული და ვექტორული გამოსახულების შექმნა, რედაქტირება/ტრანსფორმაციასხვადასხვა ეფექტებით დამუშავება, თვისებების განსაზღვრა, სასურველ ფორმატში შენახვა
  • ვებ საიტის კონცეფციის შემუშავება
  • ვებ საიტის ინტერფეისის გრაფიკული დიზაინის მომზადება გრაფიკულ რედაქტორების საშუალებით
  • ვებ საიტის ინტერაქტიული პროცესების სცენარის ჩამოყალიბება და შესაბამისი ვიზუალური ელემენტების შემუშავება/შერჩევა
  • მარტივი ვებ საიტის მარკირება და სტილებით გაფორმება
5

პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა

  • მოცულობა: 94 კრედიტი
  • სავარაუდო ხანგრძლივობა: 17  სასწავლო თვე
კომუნიკაცია 2
რაოდენობრივი წიგნიერება 2
საინფორმაციო ტექნოლოგიები 2
მეწარმეობა 4
პიროვნული და ინტერპერსონალური უნარები 1
უცხოური ენა 4
ქართული ენა  A2 15
სამოქალაქო განათლება 2
 სულ: 32

[1] პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტით შეიძლება  განსაზღვრული იყოს შესაბამისი პროფესიული პროგრამისთვის არჩევითი პროფესიული მოდულები. საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს უფლებამოსილება მის მიერ შემუშავებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შესთავაზოს არჩევითი მოდულების ერთობლიობა შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტით განსაზღვრულთაგან, ან ნებისმიერი სხვა, მათ შორს თავად სასწავლებლის მიერ შემუშავებული, მოდული მოცემული კვალიფიკაციისთვის აღნიშნული მოდულის რელევანტურობის საკმარისი დასაბუთების საფუძველზე. არჩევითი მოდულების სახით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში განხორციელების უფლების მიღებისთვის მოდულმა უნდა გაიაროს გარე შეფასება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულების მიერ შეთავაზებული არჩევითი მოდულების ერთობლიობა შესაბამისი კვალიფიკაციისთვის განსაზღვრული არჩევითი კრედიტების მაქსიმალურ ოდენობას  შესაძლოა აღემატებოდეს არაუმეტეს 5 კრედიტით

დასახელება კრედიტი
გაცნობითი პრაქტიკა-ვებ ინტერფეისის დიზაინერი 2
საწარმოო პრაქტიკა-ვებ ინტერფეისის დიზაინერი 8
პრაქტიკული პროექტი - ვებ ინტერფეისის დიზაინერი 5
ინტერაქტიული  ელემენტების გრაფიკული დიზაინის მომზადება 3
ვებ საიტის მარკირება - html 3
საიტის სტილებით გაფორმება - css 3
ვებ მარკირების გაფარ­თო­ებული შესაძლებლობები (HTML5, CSS3) 3
საიტის ინტერაქტივისა და ეფექტების გამოყენება - java script 3
დარგობრივი ინგლისური ენა კომპიუტერულ გრაფიკაში 2
რასტრული გამოსახულების შექმნა და დამუშავება 5
ვექტორული გამოსახულების  დამუშავება (Adobe Illustrator) 5
ვებ ინტერფეისის გრაფიკული  დიზანის მომზადება 5
სულ: 47
ზევით