აუდიო-ვიზუალური ხელოვნების სკოლა
აუდიო-ვიზუალური ხელოვნების სკოლა ახალი და ამავდროულად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსათვის. 21-ე საუკუნე ვიზუალური ტექნოლოგიების საუკუნეა. აღნიშნული სფერო საქართველოში ძირითადად თვითნასწავლი კადრებით არის წარმოდგენილი, რაც იმთავითვე შეუძლებელს ხდის ამ მიმართულებით სრულყოფილად მცოდნე სპეციალისტების არსებობას. ეს პრობლემა არა მარტო საქართველოშია ასე თვალხილული, არამედ მთელ ამიერკავკასიაში, რის გამოცაუდიო- ვიზუალური სკოლა უნდა ჩამოყალიბდეს რეგიონალურ ცენტრად. დარგების მოთხოვნიდან გამომდინარეც, ჩვენი კურსდამთავრებული არა მარტო სტატიური შემსრულებელი იქნება ამა თუ იმ ქმედებისა, არამედ დამდგმელი, მხატვრულად გამფორმებელი მის მიერ შექმნილი პროდუქტისა. ამ მიმართულებით ჩვენ ვგეგმავთ უცხოელი სპეციალისტების მოწვევას. ჩვენი კურსდამთავრებულის მხატვრული ხედვა, კრეატივი და გამოსაყენებელი ტექნიკის უზადო, სიღრმისეული ცოდნა იქნება წინაპირობა აუდიო-ვიზუალური ხელოვნების სკოლის წარმატებისა.